ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ერთ-ერთი სიახლე, რაც ამ ტაქსის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, არის ცვლილება საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს მიეცემა უფლება, ავტობუსის ზოლში გააჩეროს მანქანა მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის ნებართვებს.
„პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან“, - აღნიშნა კალაძემ.