16 დეკემბერს ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები

შუქი გაითიშება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში.

„გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ,,ა’’ მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის, ხევძმარის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ილია ვეკუას, სანდრო ახმეტელის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.