1760126048
„სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით“ - ილია თოფურია

ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ალგორფაში UFC-ს მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი, ილია თოფურია ესტუმრა. ქართველი მებრძოლი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში გამარჯვება უსურვა.