უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, „ლივერპული“ სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სამწუხაროდ, 58-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
ქართველმა მეკარემ მეტოქესთან შეჯახების შემდეგ მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცის დახმარებით გაიყვანეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ბრიტანულ მედიასთან მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მეკარეს მუხლზე ღია ჭრილობა აქვს და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.