15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო აღარ არის. გამონაკლისია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გადაწყვეტილებას ეთანხმება და ამბობს, რომ ეს მათი რეკომენდაციაც იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში სხვა რეგულაციებიც შემსუბუქდება.
„ყველაფერი არის ბოლო ერთი თვის მანძილზე სტაბილური. ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს მაისშიც, თუ შევინარჩუნეთ ეს სტაბილიზაცია სხვა შემსუბუქებებზეც იქნება საუბარი,"- განაცხადა გამყრელიძე.