„მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა
1757574920
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალმა „ომიკრონ" ვარიანტმა, შესაძლებელია, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა გამოიწვიოს.
პროფესორის, მედიცინის აკადემიური დოქტორის მაკა ბულეიშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება კოვიდინფიცირებულების რიცხვის მატება.
„წინა კვირას შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შედარებით ნაკლები იყო. მაგრამ ეს ბოლო დღეებია შეინიშნება სერიოზული მატება, ცხადია ეს ყველაფერი დაკავშირებულია მობილობასთან, „ომიკრონის" თუ ასეთი მასიური, მასშტაბური გავრცელება იქნება, შესაძლებელია, რომ შემდგომ კვირას გვქონდეს არასახარბიელო მაჩვენებლები,"- განაცხადა მაკა ბულეიშვილი.