ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, „მოლნუპირავირი” 50%-ით ამცირებს სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კომპანია merck-ი შუალედურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანია merck-ი და მისი პარტნიორი Ridgeback Biotherapeutics-ი აბების გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაციის მოპოვებას გეგმავენ.
ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური ანტივირუსული მედიკამენტი.
კვლევაში ლაბორატორიულად დადასტურებული მსუბუქი და ზომიერი ფორმის კოვიდპაციენტები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სიმპტომები არა უმეტეს ხუთი დღის განმავლობაში ჰქონდათ.
ადრეულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პრეპარატი არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე დაავადებებით უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.
LIVE: სპეციალური ბრიფინგი სუსში
1784012520