28-29 ნოემბერს, თბილისში, "ექსპო ჯორჯიაში" საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025

28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონში, რომელიც რომელიც, ტრადიციულად, თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერებს.

მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ პროდუქტი და მომსახურება,  დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს,  ინდუსტრიის პროფესიონალებს და პოტენციურ შემსყიდველებს. ღონისძიება განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ კონტაქტები და ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობას.

მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს სფეროს შესაძლებლობები და დაეხმაროს საქართველოსა და რეგიონში მომუშავე კომპანიებს, ჩაერთონ ეკონომიკური წინსვლის პროცესში.

გამოფენის თემატიკა და სიახლეები

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას, მათ შორის:

● თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

● ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები

● ეფექტური სარწყავი სისტემები

● სარგავი და სათესლე მასალები

● უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები

● კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია

საერთაშორისო კონფერენცია

გამოფენის პარალელურად, 28 ნოემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დარგის აქტუალური საკითხები განიხილება.

დასწრება და რეგისტრაცია

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ რეგისტრაცია.

დასწრება შესაძლებელი იქნება:

● 28-29 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 არის უნიკალური შესაძლებლობა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და შეარჩიონ საუკეთესო ინოვაციური გადაწყვეტილებები მათი ბიზნესისთვის.

მედია კონტაქტი:

მარიამ ცაიშვილი 599 55 02 40

ირინე ბალანჩივაძე 599 54 04 75

დემეტრე ერგემლიძე 599 04 70 90