როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად? - რას წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე წერს; როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად?

„როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად?

რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ემუქრება? უმრავლესობა ნებდება, შებრალებას ითხოვს და მსხვერპლის როლს ირგებს. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა.

ძვ.წ. 75 წელს, როდესაც მეკობრეებმა ახალგაზრდა იულიუს კეისარი დაატყვევეს, გამოსასყიდად 20 ტალანტი მოითხოვეს. კეისარს გათავისულება არ უთხოვია — მან გადაიხარხარა და უბრძანა, მის სანაცვლოდ 50 ტალანტი მოეთხოვათ. რატომ? იმიტომ, რომ 20 ტალანტი მისი სიცოცხლისთვის შეურაცხმყოფელი ფასი იყო.

38 დღის განმავლობაში ის მძევალი კი არა, გემის კაპიტანი იყო. ეს არ არის უბრალოდ ისტორიული ეპიზოდი — ეს არის საკუთარი წესების კარნახისა და ურყევი თავდაჯერებულობის უმაღლესი მაგალითი.

სამყარო ზუსტად იმ ფასს გადებთ, რასაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარ თავს განუსაზღვრავთ.

როგორ გამოვიყენოთ „კეისრის მეთოდი“ თანამედროვე კრიზისებში? როგორ ვთქვათ უარი მსხვერპლის როლზე და მოვიპოვოთ ფსიქოლოგიური დომინაცია მაშინაც კი, როცა შანსები ნულის ტოლია?“,- წერს რამაზ გიგაური.