ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი 16 მაისის ახალმთვარეობის შესახებ წერს.
„ფუფუნებისა და კომფორტის დრო, კურო არის სილამაზის, ხარისხის, გემოვნებისა და სიამოვნების ნიშანი. დღეს განსაკუთრებით მოგინდებათ ლამაზი ნივთები, გემრიელი საკვები, სურნელები, კომფორტი და საკუთარი თავის განებივრება.
ფულის ახალმთვარეობა იდეალურია იმისთვის, რომ ფინანსური ზრდის საფუძველი ჩაყაროთ. ყველაფერი, რასაც დღეს ჩაიფიქრებთ და სწორად ჩამოაყალიბებთ შეიძლება რეალობად იქცეს.
საიდუმლო საათი 00:00-ის შემდეგ, ყველაზე ძლიერი ენერგია გვიან საღამოს ირთვება. 00:00 ის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურვილების ჩაწერა:არა უბრალოდ “ფული მინდა“,არამედ კონკრეტულად როგორი ცხოვრება, შემოსავალი, დასვენება, ნივთები და ემოციები გინდათ.
მთავარი ხაფანგი შეიძლება გააქტიურდეს ძველი შიშები: „ეს ჩემთვის ზედმეტად ძვირია“,„ამდენს ვერ შევძლებ“,„ფული რთულად მოდის“.
არ შეხვიდეთ დეფიციტის აზროვნებაში. დღეს მნიშვნელოვანია იფიქროთ მასშტაბურად და საკუთარ თავს მეტის უფლება მისცეთ. ყველაზე ძლიერად ამ ახალმთვარეობას იგრძნობენ: კურო, მორიელი, ლომი, მერწყული“ - წერს თაკო მელიქიშვილი.