კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს. 

„მიმდინარე კვირაში დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, შემდეგი კვირიდან კი პოზიტიურში გადაინაცვლებს. ჯერ კიდევ არის დაძაბულობა, რაც დაგვირგვინდება 7 სექტემბრით - აქ ხდება სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. 2 კვირის განმავლობაში შევდივართ დაბნელების დერეფანში. პერიოდი ცოტა რთულია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს სირთულეს უქმნის, ამიტომ ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე“,- ამბობს ასტროლოგი.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:

ვერძი

გექნებათ ბევრი წვრილმანი საკითხი მოსაგვარელები, ამავდროულად ეს საკითხები ითხოვენ სწრაფ გადაწყვეტილებას. აქ ვერ დაეყრდნობით პარტნიორებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ძველმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. კარგია - 4 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 2 და 7 სექტემბერი.

კურო

ენერგოტონუსს არ უჩივით, შეგიძლიათ თქვენი ნიჭის გამოვლინება. თუმცა ფრთხილად იყავით იქნება ბევრი წვრილმანი საკითხი, რომლის მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. პერიოდი კარგია კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობის მისაღებად. კარგია - 3 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 5 და 7.

ტყუპები

ზედმეტად არ გადაიღალოთ. აქ შესაძლოა საყოფაცხოვრებო თემებში მოგიწიოთ ჩართვა, შეიძინოთ ახალი ნივთები და მოაწესრიგოთ სახლის საქმეები. ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. კარგია - 1, 5 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 3 და 7 სექტემბერი.

კირჩხიბი

შეგიძლიათ იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით, მეტ ყურადღება გმართებთ და თავდაჭერა ახლობლებთან. არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი მათ მიმართ. ეს პერიოდი არ არის კარგი საყიდლებისთვის, თუმცა შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკება. ხელშკერულებას თუ ხელს აწერთ კარგად გადახედეთ ყველაფერს.