იუპიტერისა და ვენერას შეერთება 9 ივნისს - იღბლისა და სიყვარულის განსაკუთრებული დღე - ასტროპროგნოზი

iupiteri

9 ივნისს ცაზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ჰარმონიული ასტროლოგიური მოვლენა – იუპიტერისა და ვენერას შეერთება ფორმირდება. სიყვარულის, სილამაზის, ფინანსური კეთილდღეობისა და იღბლის პლანეტების შეხვედრა ბევრისთვის ახალ შესაძლებლობებს, სასიამოვნო ნაცნობობებსა და პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

„ძალიან მნიშვნელოვან ზონაში შევდივართ კოსმიურად და როგორც იცით, გვაქვს ხოლმე ისეთი დღეები, როდესაც ცის კაბადონზე იხსნება პორტალური არხები, რაც ერთგვარად ხელსაყრელი შანსია, რათა ჩვენს ქმედებებს შესაბამისი რეზულტატი მოჰყვეს.

* სწორედ, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა 2026 წლის 9 ივნისი.

* ამ დღეს, სიუხვისა და ექსპანსიის, მსოფლხმედველობის მმართველი იუპიტერი შეუერთდება ბარაქიანობისა და რესურსების, გრძნობებთან ასოცირებულ პლანეტა ვენერას.

* შეერთება კი ხდება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.

* ძველ ასტროლოგიურ სამყაროში, ფულად - ეკონომიკურ შესაძლებლობებს იუპიტერსაც აწერნდნენ.

* ამიტომ, პატარა და დიდი გამარჯვების მმართველები, როდესაც უახლოვდებიან ერთმანეთს, აქ ერთგვარი კარები იხსნება, რა დროსაც დაწყებული საქმეები დადებით რეზულტატს იძლევა.

* ერთმანეთთან შეხება ხდება კირჩხიბის, დაახლოებით, 25-ე გრადუსზე, სადაც ვარსკვლავ პროციონს ვაწყდებით.

* ,,Procyon” - კანოპუსის და სირიუსის მერე ერთ-ერთი ყველაზე მანათობელი ვარსკვლავია.

* პროციონს თვით პტოლემეოსი მოიხსენიებს მის ნაშრომებში და აღწერს, რომ მას აქვს მარსისა და მერკურის ბუნება. არის საკმაოდ სწრაფი, ელვისებური და მკვეთრი.

* ზოგჯერ კონფლიქტურობაც დაკრავს, თუმცა სწრაფად შეუძლია სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალოს.

* სპარსულ წყაროებში მას, როგორც დამცველ რიცხვთა რიგებში წერდნენ. (Guardian Stars)

* ის იყო მაცნე, სანამ მთავარი ვარსკვლავი სირიუსი ამოვიდოდა.

* ფაქტობრივად, პროციონი წინასწარი გაფრთხილებაა, როგორც იმპულსი.

* იგი საკმაოდ სწრაფი წარმატებისა და ექსპანსიის ნიშნად ითვლება.

* მაშასადამე, როდესაც მოქმედება ხდება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ახლა პერიოდი კარგია ოჯახური და გრძნობითი საკითხების მოგვარებისთვის.

* აგრეთვე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებისთვის.

* მიწა, სანათესაო, სახლის პროექტები, ემოციური უსაფრთხოების ამბები, ფინანსური ახალი შენაკადები.

* შესაძლოა, ბევრ თქვენგანს თავში აზრად გაგიელვოთ და დაგებადოთ სრულიად ახალი და ფართომასშტაბიანი იდეა, რასაც სამომავლოდ განახორციელებთ კიდეც.

* ხოლო, ვინც რაიმე შანსს მიიღებთ ნუ გაუშვებთ ხელიდან, შესაძლოა ეგ თქვენი განვითარებისთვის აუცილებელიც კი იყოს.

* მაგ დღეს დაწყებული საქმეებიც, დიდი ალბათობით, სწრაფი და შედეგებზე კონცენტრირებული იქნება“- წერს გიორგი ლობჯანიძე,