1781814041
2026 წლის 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ
21 ივნისის მზებუდობა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ტყუპების ნიშნისთვის დამახასიათებელი აქტიური და კომუნიკაბელური პერიოდის დასრულების შემდეგ ყურადღება შინაგანი სამყაროსკენ გადაინაცვლებს. ასტროლოგების თქმით, წინა პლანზე სახლი, ოჯახი, მოგონებები, ემოციური უსაფრთხოება და საკუთარი წარსულის მნიშვნელობა გამოვა.
მზის კირჩხიბის ნიშანში გადასვლა განსხვავებულ ენერგიას მოიტანს. თუ ტყუპები გარე სამყაროსთან კავშირს ინფორმაციისა და ურთიერთობების მეშვეობით აძლიერებს, კირჩხიბი ადამიანს საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ აბრუნებს. ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს გრძნობები, წარსულთან კავშირი, ოჯახური ისტორია და ყველაფერი, რაც შინაგან სიმტკიცეს ქმნის.
მომდევნო კვირებში მნიშვნელოვანი იქნება ძალების აღდგენა, ემოციური წონასწორობის შენარჩუნება, საკუთარ სხეულსა და გარემოზე ზრუნვა. სახლი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე აღარ იქნება - ის სტაბილურობისა და განახლების სიმბოლოდ იქცევა. ამ დროს ადამიანები ხშირად ინსტინქტურად ისწრაფვიან სიმშვიდის, წესრიგისა და კომფორტისკენ. ეს არ გულისხმობს რთულ რიტუალებს - უფრო მეტად მარტივ ქმედებებს, რომლებიც შინაგან ჰარმონიას აღადგენს.
იმისათვის, რომ ამ დღეს კეთილდღეობა და იღბალი მოიზიდოთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
- ძველად, მზებუდობის დღეს ადამიანები ფეხსაცმელს იხდიდნენ და დილით, ცვრიან ბალახზე, ფეხშიშველი მიდიოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით დედამიწას საკუთარ კეთილგანწყობას აგრძნობინებდნენ და საპასუხოდ, სამყაროსგანაც მხარდაჭერას ელოდნენ.
- ბევრ ქვეყანაში მზებუდობის დღეს ყვავილებისაგან გვირგვინს აკეთებენ და თავზე იდგამენ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენთან განახლებულ ენერგიასა და შემართებას შემოუშვებთ.
- თუ შესაძლებელია, ამ დღეს დაკავდით მებაღეობით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოსავალს, იზრუნეთ ყვავილებზე, მცენარეებზე - ადამიანები თვლიდნენ, რომ მსგავსი ფორმით უხვმოსავლიანობის, ხვავისა და ბარაქის მოზიდვა შეეძლოთ.
- მორთეთ თქვენი სახლი ყვავილებით, მცენარეებით - ასე სივრცეში დადებით ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს შეიტანთ.
- დაკავდით იოგითა და მედიტაციით და შინაგანი შიშებისა და შფოთვებისაგან გათავისუფლდით. დაუთმეთ თქვენი გული კეთილ ზრახვებსა და სიყვარულს და სამყაროც იმავე ემოციით გიპასუხებთ...ვრცლად












