გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
Galaxy AI - ინტელექტუალური გამოცდილება ყოველ ნაბიჯზე
ორივე სმარტფონი დაფუძნებულია ახალ One UI 8-ისა და Android 16-ის ოპერაციულ სისტემებზე, რითაც ინტუიციურ და ადაპტირებად AI გამოცდილებას გვთავაზობს. Gemini Live გაუმჯობესდა მულტიმოდალური AI-ით, რაც საშუალებას გაძლევს, ხმის ან კამერის გაზიარებით მიიღო შესაბამისი პასუხები და შეასრულო ამოცანები აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე.
Galaxy Z Fold7 სრულად იყენებს Galaxy AI-ისა და Gemini-ის მულტიმოდალურ ფუნქციონალს, რაც უზრუნველყოფს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ჭკვიან და შენზე მორგებულ გამოცდილებას.
Circle to Search ფუნქცია კი გაწვდის მყისიერ ინფორმაციას, ეკრანზე შემოხაზული ნებისმიერი ობიექტის შესახებ.
Galaxy Z Flip7 აძლიერებს AI შესაძლებლობებს მისი FlexWindow-ის მეშვეობით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ გარე ეკრანიდან მიიღონ Gemini Live სერვისები, შეამოწმონ Now Bar-ზე აპლიკაციის აქტივობები და ჰქონდეთ წვდომა პერსონალიზებულ განახლებებზე Now Brief-დან.
Galaxy Z Flip7 გთავაზობს ხელოვნური ინტელექტის მძლავრ ფუნქციონალს - კომპაქტური სმარტფონი, დიდი შესაძლებლობებით.
Samsung Galaxy Z Flip7 FE და უსაფრთხოება
Samsung-მა ასევე წარმოადგინა Galaxy Z Flip7 FE, რომელიც დასაკეცი სმარტფონის გამოცდილებას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდის ხელმისაწვდომს. !!! Galaxy Z Flip7 FE-ს აქვს 6.7-ინჩიანი ძირითადი ეკრანი და 50MP FlexCam.
უსაფრთხოების კუთხით, ორივე მოწყობილობა დაცულია Knox Enhanced Encrypted Protection (KEEP)-ით, რომელიც ქმნის დაშიფრულ, აპლიკაციაზე მორგებულ ბაზას Knox Matrix უზრუნველყოფს პროაქტიულ დაცვას Galaxy ეკოსისტემაში, ხოლო Secure Wi-Fi გაუმჯობესებულია პოსტ-კვანტუმური კრიპტოგრაფიით, რაც კავშირებს საჯარო სივრცეებში არსებული Wi-Fi ქსელების გამოყენების დროსაც კი უსაფრთხოს ხდის.
ხელმისაწვდომობა
Galaxy Z Fold7-ისა და Galaxy Z Flip7-ის გაყიდვები სულ მალე დაიწყება. Galaxy Z Flip7 შემოთავაზებულია ლურჯ, შავსა და წითელ ფერში, ხოლო Galaxy Z Fold7 ხელმისაწვოდმია ლურჯ, შავსა და ვერცხლისფერ ფერებში.
უახლესი სმარტფონების ყიდვას, სულ მალე, საქართველოში სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან შეძლებ.