1745440671
როგორი მუსიკის მოსმენაა სასარგებლო სამსახურში - მეცნიერების პასუხი

ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი განწყობა მუსიკის დახმარებით. Inc.com-ის თანახმად , ნეირომეცნიერის დანიელ ლევიტინის მიერ 30 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახლში მუსიკის მოსმენა ადამიანებს 11 პროცენტით უფრო ბედნიერს და 24 პროცენტით ნაკლებ გაღიზიანებულს ხდის.
მაგრამ მუსიკა არ მოქმედებს მხოლოდ ემოციებზე - ის ასევე ზრდის პროდუქტიულობას, ეხმარება შემოქმედებითობას და აღრმავებს გონებრივ შესაძლებლობებს. მეცნიერებმა გამოავლინეს მუსიკის ის ტიპები, რომლებიც საუკეთესოდ შეეფერება თითოეულ ამ მიზანს.
მუსიკა პროდუქტიულობისთვის
მეცნიერება იძლევა მარტივ რჩევას - უბრალოდ მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც მოგწონთ. ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ოფისებში უკრავდნენ მუსიკას, რომელიც არ ემთხვეოდა თანამშრომლების პრეფერენციებს, თანამშრომლები უფრო ცუდად მუშაობდნენ და თავს უფრო დაცლილად გრძნობდნენ.
მუსიკა შემოქმედებისთვის
ფსიქოლოგ ემა გრეის აზრით, გარკვეული ტემპი საუკეთესოდ შეეფერება შემოქმედებითობას.
„მნიშვნელოვანია, რომ მუსიკა იყოს 50-80 დარტყმის დიაპაზონში წუთში, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ალფა მდგომარეობის გამოწვევას, სადაც გონება მშვიდია, მაგრამ ფხიზლად, ფანტაზია სტიმულირებულია და კონცენტრაცია გაუმჯობესებულია“, - განმარტა გრეიმ.
სიმღერების დიდი რაოდენობა შედის ამ დიაპაზონში - Coolio-ს "Gangsta's Paradise"-დან კეტი პერის "Firework"-მდე.
მუსიკა ინტელექტუალური შესაძლებლობებისთვის
თუ რაიმე რთულის სწავლას ცდილობთ, კვლევამ აჩვენა, რომ სიჩუმე საუკეთესო ვარიანტია, რადგან მუსიკა ყურადღებას ფანტავს. აირჩიეთ რაიმე ინსტრუმენტული.
„სტუდენტები, რომლებიც მასალას წყნარ გარემოში განიხილავდნენ, უკეთესად ასრულებდნენ გამოცდებს, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც სწავლობდნენ მუსიკის ტექსტებთან ერთად“,- იუწყება The Guardian .