თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თათია შარანგია

თათია შარანგიას პირველი შვილი ედუ შევარდნაძე 16 წლის გახდა. 

„ჩემი პირველი სიყვარულის დღეა დღეს – 16 წლის ედუ. რაც დაბადების წამს გისურვე, ყველაფერი წელს ასრულდება.16 წლის ჩემი სიამაყე. ასეთია დღესაც – უბოროტო, ლაღი, კომუნიკაბელური, რამდენი სინათლეა შენში დე. თითქოს გუშინ იყო, პირველად რომ ჩაგიკარი გულში.

რა კარგია რომ დაიბადე. საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაგეტანოს დე“, – წერს თათია შარანგია.