ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1777317017
„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
ამჯერად გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
წყვილი „ურსას“ ცნობილ ჰიტს ასრულებენ და ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ულამაზესი წყვილი,“ „ტკბილებო,“ „რა კარგები ხართ,“ „მშვენიერი წყვილი,“ - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი ორი შვილის მშობლები არიან - უფრო გოგო ჰყავთ ანიტა, მეორე კი ვაჟი - ანდრია.
„საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად ვახერხებთ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრ რამეზე იზრუნოს, მაგალითად ოჯახზე, ბავშვებზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე. ყველაფერს ვასწრებთ, ორი შვილი გვყავს, მარტოები ვცხოვრობთ, არავინ გვეხმარება, ანუ აღმზრდელი არ გვყავს. მია ახერხებს, რომ ის რომანტიკა და სიყვარული, რამაც ოჯახი შეგვაქმნევინა, არ დავკარგოთ“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram