კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა - კადრები

„ხელის თხოვნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის და მსროლელის რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. მან რჩეულს, ელენე შელიას ხელი სთხოვა. ინფორმაცია წყვილმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი 26 წლისაა. ქართველი კალათბურთელი, ასევე საკმაოდ წარმატებულად თამაშობს ისლანდიის უმაღლესი დივიზიონის გუნდ „ალფტანეზში“.

ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ.