ინჟინერი საპირფარეშოში ხშირი და ხანგრძლივი სიარულის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს (უცხოეთი)

გათავისუფლებული თანამშრომელი

ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში, კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა ინჟინერი, რომელიც საპირფარეშოში საათობით გადიოდა. სასამართლო მასალების მიხედვით, 2024 წლის აპრილ-მაისში მან 14-ჯერ აიღო შესვენება, რომლის ხანგრძლივობაც საათზე მეტი იყო, ყველაზე გრძელი შესვენება კი 4 საათს გაგრძელდა. ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კაცმა კომპანიას უკანონო გათავისუფლებისთვის სასამართლოში უჩივლა.

ინჟინერი, რომლის გვარიც ლია, თავის ქცევას ჯანმრთელობის პრობლემებით (ბუასილი) ამართლებდა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი შესვენებები გონივრულ ფიზიოლოგიურ საჭიროებებს „მნიშვნელოვნად აჭარბებდა“.

ამასთან, გაირკვა, რომ თანამშრომელს დამსაქმებლისთვის წინასწარ არ შეუტყობინებია ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და არც ბიულეტენი ჰქონდა გაფორმებული. კომპანიამ ლის გათავისუფლებამდე ვიდეომასალები შეისწავლა და პროცედურა პროფკავშირებთან შეათანხმა, რის გამოც გათავისუფლება კანონიერად იყო მიჩნეული.

ლი 45 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ მხარეები მორიგდნენ - კომპანია მას მხოლოდ 4 000 დოლარს გადაუხდის.