1782113410
„ძალიან მიჭირდა, ვეღარ ვუძლებდი ტკივილს...“ – ნანა დათუნაშვილს შვილიშვილმა „ახალი სიცოცხლე“ აჩუქა
მსახიობი ნანა დათუნაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ გადატანილი ოჯახური ტრაგედიებისა და ახალი სიხარულის შესახებ საუბრობს:
„სოსოს გარდაცვალების შემდეგ, ნანუკას უნდოდა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე და ახალი ხალისი შეეძინა ჩემი ცხოვრებისთვის. მითხრა, ბებო, ზღაპრები უნდა წაიკითხო ბავშვებისთვისო. მთელი ენერგიით შევუერთდი ნანუკას წამოწყებას და პირველივე ეტაპზე მივხვდი, რომ არცთუ ადვილი ყოფილა საინტერესო ზღაპრების მოძებნა.
უკვე 85 წლის ვარ. შარშან მეუღლე რომ გარდამეცვალა, ორი კვირაში ლოგინად ჩავვარდი. ცხოვრებაში რა არ გამოვიარე, შვილი გარდამეცვალა, და, ძმა, მეუღლე, ყველაფერს გავუძელი.
როცა ჩემი გოგიჩა, ჩემი შვილი წავიდა ამ ქვეყნიდან, ძალიან გამიჭირდა. ვეღარ ვუძლებდი ამ ტკივილს. მინდოდა, სახლიდან გავსულიყავი და რამე გამეკეთებინა… იმ პერიოდში ეკა მჟავანაძის მიერ შემოთავაზებულმა როლმა ძალიან ბევრი რამ გადამატანინა. ახლა სოსოს გარდაცვალების შემდეგ, ამ ზღაპრებით მეორედ დავიბადე, ხელოვანი მაინც ხელოვანია“.









