აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
ოთო ნემსაძის დედა მაია ნემსაძე, შვილის სოლო კონცერტის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„მინდა გულწრფელი ვიყო, დღემდე ბევრი განსაცდელი გამოგვივლია მე, ოთოს, ბესოს და ბადრის ერთად. ბევრი მწარე თუ ტკბილი მოგონება მახსოვს, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ორივე ღრმა ბავშვობიდან მღერის.
რვა თვის ოთო ,,მანეჟში" იდგა, რომ გოგო დოლიძის სიმღერით მოხიბლულმა ,,ქართველების ქართველობის" მელოდია წაიღიღინა. თავიდან მეგონა მომესმა, მაგრამ შემდეგ ჯერზე ქვაბების თავსახურებით ,,შეიარაღებულმა" კვლავ გამაოცა და მას შემდეგ ჩემი იავნანადან გოგის სიმღერებზე გადავიდა. იძინებდა და იღვიძებდა გოგის ნამღერზე. მამამ ბადრი ნემსაძემ კი PINK FLOYD-ის, Deep Purple ს, Led Zeppelin-ის უკვდავ ჰიტებს აზიარა.
ორივეს ვასმენინებდი კლასიკურ მუსიკას , ბლუზსს და ჯაზს.
მახსოვს ერთ -ერთ კონცერტზე 3 წლის ბესომ შემომჩივლა ,,ვმღელი, მაგრამ ლაპარაკი არ მაქვსო". ასე მივედით ჯეოსტარამდე.
დანარჩენი კი მათი შრომის შედეგია.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მათი ნიჭიერება დააფასა, (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) და გვერდით დაუდგა.
მადლობა ბიჭებო პირველ რიგში ნაღდი ქართველობის და კაცობისთვის და ბოლოს იმ ბედნიერებისთვის რასაც მთელი ცხოვრება გვანიჭებთ“,- წერს ოთო ნემსაძის დედა.