„არასდროს მიფიქრია, იმ ღონისძიებას დავსწრებოდი, სადაც ბრიტანეთის მეფე-დედოფალი იქნებოდა…“ – ანა ქურდაძე სამეფო დოღს დაესწრო

ანა ქურდაძე

პრაიმჰაუსის“ გამარჯვებული, ანა ქურდაძე დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში გამართული სამეფო დოღიდან კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, ისეთ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფალიც გახლდნენ.

„უმშვენიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში – ROYAL ASCOT- ზე თავისი დიდებულებით… არასდროს მიფიქრია, რომ მომეცემოდა შანსი, იმ ღონისძიებას დავსწრებოდი, სადაც ბრიტანეთის მეფე-დედოფალი იქნებოდა… დახვეწილი საზოგადოება, ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონები, ულამაზესი ქუდებით წარმოდგენილი.

დოღი და შესანიშნავი განწყობა… მიხარია, რომ ამის მონაწილე ვიყავი… მივიღე უამრავი კომპლიმენტი ჩემს ლუქზე იქ, სადაც ისეთი დახვეწილი ქალები იყვნენ, თვალს ვერ მოაშორებდი. საოცარი გამოცდილებაა და ბრიტანული საოცარი დღეების დაგვირგვინება…“