რას წერს ილია თოფურია ტრამპთან შეხვედრის შემდეგ

ილია თოფურია

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ დაწერა:

„დიდი პატივია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა. გმადლობთ, რომ თქვენს სახლში გვიმასპინძლეთ.ღმერთმა დალოცოს ამერიკა“.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.