1765723331
გიორგი წიტაიშვილმა „პსჟ“-ს გაუტანა
საფრანგეთის ლიგა ერთის მე-16 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მეცი“ 3-2 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზეა, რომელიც სამი ქართველიდან ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი იყო და გამორჩეული მატჩიც ჩაატარა
იგი მე-80 წუთზე საჯარიმოში დრიბლინგით შეიჭრა და ლამაზი გოლი გაიტანა. „პსჟ“-ს რიგებიდან გოლები გონსალო რამოშმა, კვენტინ ნჯანტუმ და დეზირე დუემ მიითვალეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი აბუაშვილი თამაშში 85-ე წუთზე წიტაიშვილის ნაცვლად ჩაერთო. „პარი სენ ჟერმენი“ ლიგა ერთში 36 ქულით ლიდერობს და 4 იანვარს „პარიზს“ უმასპინძლებს, მანამდე კი 17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ შეხვდება. „მეცი“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა და 4 იანვარს „ლორიენს“ ეთამაშება.












