ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
გიორგი ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით ევროპული ლიგების საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულშია – ინფორმაციას სტატისტიკური გვერდი DataMB ავრცელებს.
გიორგიმ პორტუგალიის ჩემპიონატში „სპორტინგის“ 13 შეხვედრიდან მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, მათი ნაწილი კი – შეცვლაზე მიუხედავად ამისა, ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით პორტუგალიის ლიგაში საუკეთესოა, ტოპლიგებში კი – მეხუთე. მან ორთაბრძოლების 62.9 პროცენტი მოიგო.
საუკეთესო ნახევარმცველები მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით:
ჟორდი კლასი (ალკმაარი, 34 წლის) – 66.67%
ელეს სხირი (ფრანკფურტი, 30) – 64.52%
სანტიაგო კოლომბატო (ოვიედო, 28) – 64.39%
მანდელა კეიტა (პარმა, 23) – 63.64%
გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, 26) – 62.9%