1746303287
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ისევ მოიგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგაში „ლას პალმასს“ ესტუმრა და ურთულეს დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 3:2.
ლა ლიგაში ჩატარებული 34 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულა დააგროვა, გავარდნის ზონასთან უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და კონფერენს ლიგის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „მალაგას“ ესტუმრა, 0:1 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფის ზონაში დარჩა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.