ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად დაასახელა

თორნიკე შენგელია

ევროლიგის 2025-26 წლების სეზონი 24 მაისს „ოლიმპიაკოსის“ ჩემპიონობით დასრულდა. ამ ორგანიზაციის მოთამაშეთა ასოციაციამ სეზონი შეაჯამა და თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად აღიარა.

ამ მოვლენას „ბარსელონას“ ფეისბუქიც გამოეხმაურა და პოსტის ქვემოთ მიაწერა: „დიდებული ხარ, თოკო“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ ევროლიგის პლეი ინში დამარცხდა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში ფინალურ სერიას თამაშობს. სერიის პირველი მატჩი „ვალენსიასთან“ 18 ივნისსაა, პირდაპირ რეპორტაჟს 22 საათზე პირველი არხი სპორტზე იხილავთ.

1TVSPORT