ერლინგ ჰოლანდის დუბლი და ნორვეგიის პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ

ერლინგ ჰოლანდი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ერაყისა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 4:1 ნორვეგიელების სასარგებლოდ დასრულდა.

თამაში აშშ-ში, ბოსტონის სტადიონზე გაიმართა და ნორვეგიელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის 29-ე წუთზე ნორვეგიელთა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ანგარიში გახსნა.

39-ე წუთზე ერაყელმა აიმენ ჰუსეინმა ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე ჰოლანდმა ერაყელი მცველის შეცდომით ისარგებლა და ნორვეგიის ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა.

შეხვედრის 76-ე წუთზე ლეო ოსტიგარდმა ანგარიში 3:1 გახადა, ხოლო 96-ე წუთზე ჰუსეინმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა და ტაბლოზე ანგარიში 4:1, ნორვეგიელთა სასარგებლოდ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლის შემდეგ ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.