საორგანიზაციო ჯგუფი არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირისგან შეძენილი ბილეთის ვალიდურობაზე - ციცი იაშვილი ქანიე უესტის კონცერტზე

ციცი იაშვილი

დღეს დინამო არენაზე კანიე უესტის კონცერტია, შოუ 21:00 საათზე დაიწყება.

კარი მაყურებლსთვის 16:00 საათზე გაიხსნება.

ვესტი 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურაა. ვარსკვლავის ანგარიშზე 24 "გრემი", 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დიდი საკონცერტო გამოცდილებაა.

"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ღამის ორ საათამდე უკვე შეიზღუდა. ორი საათით გვიან დაასრულებს მუშაობას მეტრო და ავტობუსები ათზე მეტ მარშრუტზე.

კონცერტის ორგანიზატორები სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებენ და ყალბი ბილეთების გამოჩენის გამო მსმენელს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„სთარინგ ჯორჯიას“ კრეატიული ხელმძღვანელის ციცი იაშვილის განცხადებით, მსმენელმა ბილეთები მხოლოდ ოფიციალურ პლატფორმაზე უნდა შეიძინოს, მისივე ინფორმაციით სტადიონზე ქოლგებისა და ფოტოაპარატების შეტანა აკრძალული იქნება.

"წლის მთავარი მუსიკალური ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გვინდა გავავრცელოთ, საორგანიზაციო ჯგუფი არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირისგან შეძენილი ბილეთის ვალიდურობზე, შესაბამისად გთხოვთ თავი არ მოატყუებინოთ ადამიანებს.

გუშინ გაჩნდა ყალბი ბილეთები, ქენი ვესტის აფთერ ფართთან დაკავშირებით. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ბილეთი შეიძინონ tkt.ge ზე. ნებისმიერი ფოტოაპარატის შემოტანა აკრძალულია ასევე მნიშვნელოვანია გქონდეთ ყურის საცობები, რადგან საკმაოდ ხმაურიანი ღონისძიება იქნება, საკმაოდ მაღალი წნევა. ასევე ვთხოვ იმ ხალხს ვინც ბავშვებთან ერთად მოდიან საწვიმარი გაითვალისწინონ, ასევე მნიშვნელოვანია რომ აკრძალულია ქოლგის შემოტანა,"- აცხადებს  ციცი იაშვილი.