1773348202
ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება
ჯგუფმა The Pussycat Dolls დაადასტურა, რომ ახალი სინგლისა და მსოფლიო ტურნესთვის ტრიოს სახით ერთიანდებიან.
ნიკოლ შერზინგერმა, ეშლი რობერტსმა და კიმბერლი უაიტმა უკვე გამოუშვეს ახალი ტრეკი სახელწოდებით Club Song, ივნისში კი კონცერტების სერიას დაიწყებენ.
ტურნე სახელწოდებით PCD Forever-ის 53 კონცერტისგან შედგება. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან დაიწყება, სექტემბერში კი ევროპაში გადაინაცვლებს. ფონალური შოუ 13 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.











