ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

giorgi

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. 

„საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.

ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.