თბილისში გაზის მიწოდება 8000 აბონენტს შეუწყდა - მისამართების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
1792509522
გუშინ, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს.