რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - რას ედავებიან ქართველებს
1765376447
რუსთავში ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ელექტრო გამათბობელი გახდა.
შემთხვევის დროს, ოთახში იმყოფებოდა 74 წლის მამაკაცი, რომელმაც შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო ჯგუფები.
,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.