ავსტრალიაში, სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს

კოალა

ავსტრალიაში, სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

ვიქტორიის ხელისუფლების განცხადებით, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან მარტში, ბუჯ ბიმის ეროვნულ პარკში მასიური ხანძრის შემდეგ, კოალები საკვების და წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილები, ტრავმები ჰქონდათ და ნელ-ნელა კვდებოდნენ.

"ჰუმანური" მასობრივი სროლა ცხოველთა უფლებების დამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰაერიდან შეუძლებელია იმის დადგენა, ცხოველი ჯანმრთელია თუ არა.

ცხოველთა დამცველების განცხადებით, ხელისუფლებამ 700-ზე მეტი კოალა უკვე მოკლა და ისინი შიშობენ, რომ მოკლული ცხოველების რაოდენობა გაიზრდება.

2022 წლიდან, ავსტრალიაში, კოალა ოფიციალურად გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია.