„8 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, იგეგმება მისი თბილისში გადაყვანა“ - უახლესი ინფორმაცია კვადროციკლით დაშავებულ მოზარდებზე

სასწრაფო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ბიჭმა თავის და ყბა-სახის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმების განმარტებით, ის ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტს რეანიმობილით თბილისში გადაიყვანენ.

დაშავებულ გოგოს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.