ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი… – ზაზა თელიას გაფრთხილება
1776105419
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.