UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
1781813312
რა უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში და რომელ ქმედებებს უნდა მოვერიდოთ — ამ საკითხებზე ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და მოქალაქეებს უსაფრთხოების რეკომენდაციებს უზიარებს.
„ყოვლად დაუშვებელია!
• არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან
• არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი
• არ დაადოთ ლახტი ან ყინული
• არ დაამუშაოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით
• არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი
პირველი დახმარება
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112)
• დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე
• მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა
• უზრუნველყავით სითხის მიღება
• კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე
• სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა
მნიშვნელოვანია, თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო, მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ.
პრევენცია — როგორ ავიცილოთ თავიდან
• სწორი ჩაცმულობა - გველების სავარაუდო არეალში ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი
• გამოიყენეთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე — ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ
• იყავით ფრთხილად ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე.
აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.
გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! (სადაც მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ანტიტოქსიკური შრატები)“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.