ცნობილია, გერმანიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ვინაობა

კუპრავა

ცნობილია, გერმანიაში ქართველი ემიგრანტის ვინაობა, რომელიც ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი 45 წლის სოფო კუპრავაა.

წყაროს ცნობით, ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა – მან საძილე პრეპარატები მიიღო. მოგვიანებით, მისი ცხედარი ტყეში გერმანელმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება გარდაცვლილის გადმოსვენება სამშობლოში.

იგი სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან იყო.