აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1775064448
პოლიტიკურმა პარტიებმა და ე.წ. ცხოველთა დამცველებმა ატეხეს ტყუილი აჟიოტაჟი, რასაც იყენებენ ჩვენი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, – ამის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.
მისი თქმით, ცხოველთა თავშესაფარში მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება.
„შემიძლია ვთქვა, რომ ცოცხლად დაწვის არცერთი ფაქტი არ არსებობს. ჩვენს ცხოველთა თავშესაფარში ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც არის გაწერილი. ხდება დაჩიპვა, კასტრაცია-სტერილიზაცია და შემდგომ ადგილზე დაბრუნება. ამ თემას პოლიტიკურად აშუქებენ. თითოეულ მოქალაქესთან მექნება თხოვნა, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას და ამ თემას პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანთ“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.