წითელი პარასკევი, ქრისტიანების ყველაზე მძიმე დღე - ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინი და გოლგოთის გზა იერუსალიმში

ქრისტეს აღდგომის ტაძარი

იერუსალიმში, ქვის კედლებსა და ვიწრო ქუჩებში დრო თითქოს ჩერდება. ყველაფერი იმ სასწაულის მოლოდინად იქცევა, რომელიც უკვე საუკუნეებია ერთსა და იმავე ადგილას მოწრმუნეებისთვის იბადება. მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლა ყველა ქრისტიანისთვის სიკვდილზე სიცოცხლისა და ბოროტზე კეთილის გამარჯვებაა. ხილული სასწაული, რომელიც ათიათასობით მორწმუნეს უხილავად - რწმენით აერთიანებს.

თუმცა დიდ სიხარულამდე დიდი ტკივილია გზა, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. 600 მეტრი და 14 გაჩერება - ვია დოლოროსას გზა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე მორწმუნეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიარეს. მთელი მსოფლიოდან იერუსალიმში ყოველწლიურად ათიათასობით პილიგრიმი ჩადის, თუმცა წელს ახლო აღმოსავლეთსი საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მსვლელობა ტრადიციულად ხალხმრავალი არ ყოფილა, დროებით ჩაკეტილი იყო მაცხოვრის აღდგომის ტაძარიც.

40 დღის შემდეგ მაცხოვრის ტაძრის კარი უკვე ყველა მლოცველისთვის ღიაა. ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი სიწმინდე ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციისას, უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიკეტა. თუმცა უკვე მეორე დღეა ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება, ადგილობრევი და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, აღდგომის ტაძარში ლოცულობენ.

მაცხოვრის ტაძარში პირველი საზეიმო წირვა იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე III-მ უკვე აღავლინა. რამდენიმე საათში კი ქრისტიანები ამ ადგილას წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.