„დაფნის ფოთლებზე დაალაგეთ კვერცხი...“ - ეზოთერიკოსის რჩევა, როგორ შევხვდეთ აღდგომას
1775927902
ცეცხლით ხელში იერუსალიმის პატრიარქი ქრისტეს საფლავზე აღმართული სამლოცველოდან საქართველოს დროით 15 საათსა და 14 წუთზე გამოდის და ასე დგება წამი, რომელსაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან მთელი წელი ელოდნენ.
სულ მალე კი ცეცხლი, რომელიც ქრისტიანებისთვის ღვთიური სასწაულის სიმბოლო მიიჩნევა, მთელს ტაძარში ვრცელდება, სიბნელეს სინათლე ანაცვლეს, მოლოდინს კი სიხარული.
სანთლის კონებით ხელში მორწმუნეები ბედნიერებას ერთმანეთს ცეცხლის გავრცელებით უზიარებენ. ამ დროს უცნობებიც ახლობლები ხდებიან, ბოროტებას სიკეთე, სიკვდილს კი სიცოცხლე ამარცხებს.
ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის და რეგიონში გართულებული ვითარების ფონზე, უსაფრთხოების ზონებიდან გამომდინარე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წელს ცეცხლის გარდამოსვლას 10 000 ადამიანის ნაცვლად, მხოლოდ 3 000 მორწმუნე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ქართველებიც. მთავარი რელიგიური რიტუალის დროს ისმოდა ქართული შეძახილებიც.
ამ დიდ სიხარულს კი წინ დიდი მოთმინება და საუკუნეების განმავლობაში უცვლელად გადმოცემული რიტუალები უსწრებს. ტაძარი ერთი დღით ადრე იკეტება. მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გასაღები საუკუნეების განმავლობაში მუსლიმურ ოჯახში ინახება. ისტორიული კარის გაღების ტრადიცია კი თაობებს გადაეცემა.
ცეცხლის გადმოსვლამდე მორწმუნეები აღდგომის ტაძარში იკრიბებიან, მალევე იწყება ლიტანიობა, რომელშიც მებაირაღეებთან ერთად, არაბი ქრისტიანები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები იერუსალიმის პატრიარქთან ერთად მონაწილეობენ.
ლიტანიობის შემდეგ კი პატრიარქი სამღვდელმთავრო შესამოსლისგან განიმოსება და მხოლოდ ის შედის კუვუკლიაში - იქ, სადაც წმინდა ცეცხლი გადმოდის.
წელს თეოფილე მესამემ კუვუკლია ზუსტად 10 წუთში დატოვა და ანთებული სანთლებით ამცნო მორწმუნეებს რომ ქრისტე აღსდგა.
ამ წუთიდან იწყება ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა. იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის შუაგულში გადმოსული ცეცხლი, ჯერ მთელს ეკლესიაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში ვრცელდება.