აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
მეტეოროლოგო კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.
„მომდევნო დღეებში საქართველოში საგრძნობლად დათბება.
დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთში სითბოს ფონზე საღამოობით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +23, +25 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთის დაბლობზე +25, +27 გრადუსამდე.გაზაფხულის ძალა - მზიანი დღეები და სითბო ისევ ბრუნდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ვარდობის თვე იყოს ახალი დასაწყისის და თქვენი ბედნიერების სიმბოლო.“ - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.