„იწყება 24 ოქტომბრიდან... აკრძალულია ეს ქმედებები" - ანზორ ოდიშარიას მიმართვა
1792528771
თავის ტვინის სიმსივნე ტვინის უჯრედების პათოლოგიური დაყოფისა და გამრავლების შედეგად განვითარებული წარმონაქმნია. ტვინს საკმაოდ რთული ანატომიური აგებულება აქვს, მისი სხვადასხვა ნაწილები, სხვადასხვა ფუნქციებზე არიან პასუხისმგებელნი.
ტვინის სიმსივნე კი ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, იქნება ეს მისი დამცავი გარსი თუ მისი ფუძე, ღერო, სინუსები, ცხვირის ღრუ და სხვა. იმის მიხედვით თუ რომელი ქსოვილისგან წარმოიქმნება, განარჩევენ 120 ტიპამდე ტვინის სიმსივნეს.
არსებობს თავის ტვინის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, ზოგჯერ, ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნესაც შეუძლია დააზიანოს ჯანმრთელი ნაწილები ან სულაც გადაიზარდოს ავთვისებიანში, ამიტომ ორივე შემთხვევას სჭირდება ყურადღება და ექიმის ჩართულობა.
თავის ტვინი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, თითოეული სხვადასხვა ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, ასე რომ თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები განსხვავდება ტვინის ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგალითად, თავის კანა ნაწილში განლაგებულმა ტვინის სიმსივნემ, შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის, სიარულის, წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემები, თუ სიმსივნე გავლებას ახდენს ოპტიკურ (pathway)- ზე, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები. სიმსივნის ზონა და ზრდის ტემპიც უდიდეს გავლენას ახდენს სიმპტომებზე.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
თავის ტკივილი
კრუნჩხვები
საუბრის და აზრის დალაგების პრობლემები
ქცევის პრობელმები
სისუსტე, დაბუჟება, დამბლა სხეულის რომელიმე მხარეს
წონასწორობის დაკარგვა, თავბრუსხვევა, არაასტაბილურობა
სმენის დაკარგვა
მხედველობის პრობლემა
დაბნეულობა და ორიენტაციის პრობლემები
მეხსიერების პრობლემები
თავის ტვინის სიმსივნე ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული სიმსივნე მოზრდილებში - მენინგიომა, ხშირად ისე ნელა იზრდება, რომ მისი სიმპტომები შეუმჩნეველი რჩება. სიმსივნეებმა შეიძლება არ დაიწყოს სიმპტომების გამოწვევა მანამ, სანამ არ გახდებიან საკმარისად დიდი, რომ ხელი შეუშალონ თავის ტვინის ჯანსაღ ქსოვილებს.