ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
2026 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული
ტესტირება წარმატებით გაიარა.
პროფესიული ტესტირება ლაბორატორიული კვლევების ხარისხის, სიზუსტისა და შედეგების სანდოობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ტესტირების ფარგლებში ლაბორატორიამ წარმატებით განახორციელა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევები სხვადასხვა მიკროორგანიზმისა და პათოგენის გამოსავლენად.
ტესტირების ფარგლებში, ბავშვთა კვების (ჩვილის ფორმულის) ნიმუშებში ლაბორატორიამ წარმატებით გამოიკვლია მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, მათ შორის მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა, ენტერობაქტერიები,
კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli, ობის სოკოები და საფუვრები.
პოლენტას ნიმუშებში კი ლაბორატორიამ გამოიკვლია ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც შესაძლოა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები შექმნას, მათ შორის Listeria monocytogenes, Salmonella spp. და E. coli O157.
Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების
სიზუსტეს, სანდოობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მუდმივად მუშაობს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.