ძლიერი სეტყვა მარნეულში - ვრცელდება კადრები
1777998433
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.