გაითვალისწინეთ ეს, როდესაც სასმელს უკვეთავთ - მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1783882438
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ, დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
„მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან. გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი მხარეთა ავიაკომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის.
საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს. მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური, თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.