„პირველად 35 წლის წინ ვნახე… რომი შნაიდერს ჰგავდა...“ – მაია დათუნაშვილის ემოციური მოგონება ნინიკო ჯურხაძეზე

მაია დათუნაშვილი

მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლის, ნინიკო ჯურხაძის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება.

„…პირველად 35 წლის წინ ვწახე… რომი შნაიდერს ჰგავდა და მაშინ მივხვდი, რატომ მღეროდა მერაბი ასე თავდავიწყებით სიყვარულზე….. ახალი შეუღლებულები იყვნენ. მე ინტერვიუზე მივედი მერაბთან იურმალას ფესტივალის გამო. ...მერე, ნინიკო მერაბზე მეტად შემიყვარდა. ლამაზი, ერთგული, ნიჭიერი, ოჯახზე შეწირული ნინიკო… როგორ არ მინდა დავიჯეროო…“, – წერს მაია დათუნაშვილი.