"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
1-ელი მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა დღეს, 28 აპრილს, გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.
ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებითაც ადასტურებენ.
შეგახსენებთ, „მთავარი არხი“ 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა.
2025 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.