მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს სამების ტაძარში იქადაგა

shio

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს სამების ტაძარში იქადაგა.

მეუფემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მრევლს დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

"ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა, დაწყებული წმინდა ანდრია პირველწოდებულით, სიმონ კანანელით, მატათათი. ესენი იყვნენ მოწამეები, აღმსარებლები, მეფეები, დედოფლები, პატრიარქები, სხვა სასულიერო თუ საერო პირები, რომლებმაც დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა", - აღნიშნა მეუფე შიომ.