1696234801
„მის გამო მიღირს ხვალინდელი დღე...“ - როგორ ცხოვრობს რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა

შვილის გამო მიღირს ხვალინდელი დღე, მიღირს სიცოცხლე და ჩემი არსებობა... ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ სწორად აღვზარდო... - ამის შესახებ ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე აცხადებს.
როგორია მისი და მისი შვილის, 9 წლის დემეტრეს ყოველდღიური ცხოვრება, ამის შესახებ დავლაძე „პრაიმ შოუში“ საუბრობს.
ვრცლად ↓
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
მათ შორის, რამაზ დავლაძის ოჯახის 4 წევრი იყო... მეუღლე, 2 შვილი და ძმა...